პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს - Palitra News

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს

2026-02-19 09:18:47+04:00

83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით “გრანტის“ ცნება ფართოვდება. პროექტში ჩაიწერება, რომ შეზღუდვა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს არ შეეხება. კანონის პროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს სიახლეა “სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს თუ ადგილი ექნება მოწოდებას საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ.