რატომ დატოვა ქვეყანა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა? - ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ მისი უცხოეთში გამგზავრება წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს უკავშირდება. მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნებას კვირის ბოლოს გეგმავს.. დავითაშვილი 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოიკითხა. უწყების დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამ თემასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა. მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ რომ ყოფილი მინისტრის წინააღდმეგ საგამოძიებო უწყებების მხრიდან სწორედ ისეთივე ზომები გატარდეს, რომელიც რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღდმდეგ გამოიყენეს.