ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-02-19 09:20:51+04:00

ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ დოკუმენტში მოცემული ფაქტები იმ მძიმე რეალობას ასახავს, რომელშიც ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეები ჩააყენა. ოპოზიციას არ აქვს განცდა რომ წამების აკრძალვის კომიტეტის ანგარიშში გადმოცემული მითითებები საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებში რაიმეს შეცვლის. ანგარიშში საუბარია პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებასა და დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე.