საქართველოსთან მიმართებით ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის”ექსპერტთა მისია მუშაობას განაგრძობს - ქვეყანაში ჩამოსულია ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შერჩეული ერთი ექსპერტი - Palitra News

საქართველოსთან მიმართებით ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის”ექსპერტთა მისია მუშაობას განაგრძობს - ქვეყანაში ჩამოსულია ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შერჩეული ერთი ექსპერტი

2026-02-19 12:31:29+04:00

საქართველოსთან მიმართებით ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია მუშაობას განაგრძობს. ქვეყანაში ჩამოსულია ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შერჩეული ერთი ექსპერტი, რომელიც გუშინ ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა. მიზანია შეფასდეს საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება და ის, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ეუთოს ვალდებულებებს. ვიდრე ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში ანგარიში მომზადდება, საქართველოს შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა. ანგარიშში საუბარია პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებასა და დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე.