საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. სუს-ში გმართული ბრიფინგის თანახმად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“. საქმეები ეხება ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობას, ქრთამის აღების და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს.