სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ - 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. მან იგი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.