სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - Palitra News

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

2026-02-19 12:34:07+04:00

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინისა“ და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკის საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.