„მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში დღეს უმასპინძლებს, დონალდ ტრამპი გამოაცხადებს, რომ საბჭოს წევრი ქვეყნები ხუთ მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ ღაზის აღსადგენად და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესსპიკერმა , ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა. მისი განმარტებით, მოგვიანებით დააზუსტებენ, რომელი ქვეყანა რა რაოდენობის თანხას გამოყოფს. ხუთი მილიარდი დოლარი ღაზის რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდში შევა, „მშვიდობის საბჭო“ კი გადაწყვეტს, როგორ განაწილდება ეს სახსრები. ,მშვიდობის საბჭოს“ დღევანდელ შეხვედრას 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.დონალდ ტრამპის ინიციატივაა, რომ ე.წ. მშვიდობის საბჭო გაერო-ს ალტერნატივად იქცეს.