თეთრი სახლის პრესსპიკერის ქეროლაინ ლევიტის ინფორმაციით,ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა მხარეები ზოგიერთ საკითხზე კვლავ ვერ თანხმდებიან. ჟურნალისტმა თეთრი სახლის პრესსპიკერს ჰკითხა, განიხილავს თუ არა დონალდ ტრამპი ირანზე სამხედრო თავდასხმას და რამდენ დროს მისცემს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. ქეროლაინ ლევიტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებებს ყოველთვის აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ჟენევაში, კერძოდ ომანის საელჩოში 17 თებერვალს ირანისა და აშშ-ს დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ომანელების შუამავლობით გაიმართა.