უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილი არ არის - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილი არ არის

2026-02-19 12:35:59+04:00

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილი არ არის. მისი შეფასებით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე „მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები“ სათანადოდ არ განხილულა . როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა და პირობა დადო, რომ მინსკის წინააღმდეგ „საპასუხო ზომებს გაზრდის“ რუსეთისთვის ომში გაწეული დახმარების გამო. ჟენევაში, 17-18 თებერვალს სამმხრივი მოლ;აპარაკებების მესამე რაუნდი ორ ეტაპად გაიმართა.