ნევადის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, კალიფორნიის შტატში ზვავის შედეგად რვა მოთხილამურე დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც მოთხილამურეთა ჯგუფი სამდღიანი ტურიდან შინ ბრუნდებოდა. ჯგუფში სულ 15 ადამიანი იყო, 11 მოთხილამურე და ოთხი გიდი. მათგან ექვსი ადამიანი გადარჩა, ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე დაახლოებით 50 მაშველი მუშაობს, თუმცა ამინდი და ხელახალი ზვავის მაღალი რისკი ოპერაციას ართულებს. როგორც ნევადის ოლქის შერიფის ოფისში განმარტეს, ახლა დაღუპულთა ძებნის პროცესი მიმდინარეობს.