ერთ წელიწადში სახელმწიფოს საგარეო ვალი 985 მლნ დოლარით გაიზარდა და 9.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა - Palitra News

ერთ წელიწადში სახელმწიფოს საგარეო ვალი 985 მლნ დოლარით გაიზარდა და 9.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2026-02-19 13:55:06+04:00

ერთ წელიწადში სახელმწიფოს საგარეო ვალი 985 მლნ დოლარით გაიზარდა და 9.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. გამოდის რომ 2026 წლის იანვრის მაჩვენებლებით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 11.5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით,

უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 9 მილიარდ 227 მლრდ დოლარია იყო, საიდანაც მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 7 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება დაახლოებით 306 მლნ დოლარს შეადგენდა. 2026 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან კვლავ: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).