რუსული ავტოსტატი წერს, რომ ოთხ წელიწადში საქართველოდან რუსეთში 58 000 მეორადი ავტომობილი შევიდა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2026 წლის 31 იანვრამდე არსებულ პერიოდზე რა დროსაც საქართველო რუსეთისთვის მსუბუქი ავტომობილების ძირითადი იმპორტიროების შემდეგ მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა. 2025 წელს რუსეთში მეორადი ავტომობილების მთლიან იმპორტში საქართველოს წილი 7.4%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ბოლო ოთხი წლის წამყვან ხუთეულს, რუსეთში მეორადი მსუბუქი ავტომობილების მთლიანი რაოდენობის, რაც დაახლოებით მილიონახევარი ავტომობილია, ამის ნახევარზე მეტი იაპონიიდან შევიდა. მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა,
მესამე იმპორტიორი ქვეყანა კი ბელარუსიაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის მეორადი ავტომობილების ბაზარზე ჩინეთმა თავისი პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა და ოთხწლიან რეიტინგში ამჟამად მე-4 ადგილზეა. თუმცა 2025 წლის ბოლოსთვის უკვე მეორე ადგილზე გადავიდა და ავტოსტატის პროგნოზით. მომავალში შესაძლოა, იაპონიასაც დაეწიოს. რუსეთში მეორადი ავტომობილების იმპორტიორთა ხუთეულს სომხეთი ხურავს, საიდანაც ბოლო ოთხ წელიწადში 74 000 ერთეული მეორადი ავტომობილი იქნა იმპორტირებული. მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი ოფიციალურად აიკრძალა, იმავე წლის 26 სექტემბრიდან კი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, ბელარუსსა და რუსეთში. ამ აკრძალვის შემდეგ, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. საქსტატის მონაცემებით, აკრძალვის შემდეგ დღემდე რუსეთში მხოლოდ 58 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა.