კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი ძვირდება.1-ელი აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასი იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, სადაც მიზეზთა შორის ასახელებს იმას, რომ სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია ბუნების დაცვის ღონისძიებებისკენ, მათ შორისაა ეკოსისტემების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე მხრივ, აქტიურად ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარება, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ტურისტული ობიექტების მოწყობა, რათა საქართველოს დაცული ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვიზიტორებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შესთავაზოს. ეს ყველაფერი კი საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ბილეთის ფასის განახლება მოხდება, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთზე 3 დან 20 ლარის ფარგლებში.