საქართველოში ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია უკვე რამდენიმე დღეა მუშაობას განაგრძობს. ეუთოს ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს უკვე შეხვდა, როგორც სახალხო დამცველი, ისე მმართველი გუნდი. გუშინ კი - პატრიცია გრჟებიკმა ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინა. მისიამ უნდა შეისწავლოს, რამდენად ასრულებს საქართველო ეუთო-ს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. განსაკუთრებული ფოკუსი 2024 წლის შემოდგომიდან დაწყებულ მოვლენებზე გაკეთდება. ვიდრე, ეუთოს ექსპერტული მისია ანგარიშს მოამზადებს, ადამიანის უფლებების მიმართულებით დოკუმენტი გამოაქვეყნა ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მიგნებები შემაშფოთებელია, რადგან დემონსტრაციებზე არასათანადო მოპყრობის ფაქტები იკვეთება.