რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს - Palitra News

რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს

2026-02-19 15:34:54+04:00

83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს. “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით “გრანტის“ ცნება ფართოვდება. კანონის პროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესების გატარებას. სიახლეა “სისხლის სამართლის კოდექსის ახალი მუხლი სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ სისტემატური მოწოდებები, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.