რა დეტალები ხდება ცნობილი კაია კალასის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ და როგორია შეფასებები საკითხზე - Palitra News

რა დეტალები ხდება ცნობილი კაია კალასის მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ და როგორია შეფასებები საკითხზე

2026-02-19 15:39:26+04:00

კაია კალასის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის დათმობებს ეხება, საუბარია, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, წევრ ქვეყნებს დოკუმენტი უკვე გაუზიარა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა მხარეებმა დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ევროპის მხრიდან, დეოკუპაციაზე საუბარი მისასალმებელი ფაქტია, თუმცა დეესკალაციის თაობაზე, უმრავლესობის სრული თანხმობისა, ზოგიერთ დეპუტატს, კაია კალასის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი ოპოზიციისთვის ადასტურებს, რომ საქართველო კვლავ პარტნიორების ყურადღების ცენტრშია. რა დეტალები ხდება ცნობილი სამუშაო დოკუმენტის შესახებ და როგორია შეფასებები საკითხზე?!