თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე პოლიტიკოსების პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. , პროკურატურას 5 მოწმე - დაზარალებული პოლიციელები და ექსპერტები ჰყავს წარმოდგენილი. სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული გარდა პაატა ბურჭულაძისა და ირაკლი შაიშმელაშვილისა, ვინაიდან მათზე ძებნაა გამოცხადებული.