უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ფსკოვის ოლქში ნავთობის საწყობზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათივე თქმით თავდასხმამ აფეთქებები და ხანძარი გამოიწვია.უკრაინის მიერ იერიშების განხორციელებას ადასტურებენ რუსეთშიც. ადგილობრივმა გუბერნატორმა, მიხაილ ვედერნიკოვმა განაცხადა, რომ ველიკიე ლუკის ნავთობბაზის ტანკს დრონის დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ვედერნიკოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.