რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია - თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა დირექტორმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა რუსთავის ციხე გუშინ დატოვა. მხარეთა ადვოკატები ადასტურებენ ინფორმაციას რომ ბაჩიაშვილსა და მომჩივან ბიძინა ივანიშვილს შორის მორიგება მოხდა. ადვოკატები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, რას მოიცავს საპროცესო გარიგება და რა პირობებზე დათანხმდნენ მხარეები. ოპოზიციაში ფიქრობენ რომ ბაჩიაშვილის ციხიდან გამოშვება დასტურია იმისა რომ ამა თუ იმ ადამიანის თავისუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული.