სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას ქუთაისში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ბოლო დღე ნახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი. სუს-ში გმართული ბრიფინგის თანახმად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“. საქმეები ეხება ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობას, ქრთამის აღების და ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებს.