ზელენსკი სასარგებლო იდიოტია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„რაც უფრო დიდხანს დარჩება ის ხელისუფლებაში, „უკრაინა“ მით უფრო პატარა გახდება“, - დაწერა მედვედევმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ბოლომდე მიიყვანს.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც უდავოდ, ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.