კანონი უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე მისი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
“უღმდესი შეშფოთებით გავიგე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორსა და საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას დანაშაულის ეჭვის შესახებ ამბები. ახლა სრული, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, რომელმაც ეს შესაბამისი ფორმითა და შესაბამისი ორგანოებით უნდა გამოიძიოს. ამაში, როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენი სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა ექნებათ.
საშუალება მომეცით ცხადად ვთქვა: კანონი უნდა აღსრულდეს.
ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, არასწორი იქნება, რომ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები გავაკეთო. ამავდროულად, ჩემი ოჯახი და მე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას და თქვენთვის მსახურს,” - ნათქვამია მეფის განცხადებაში.