საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტების მიღებისა და პოლიტიკური აქტივობის წესებს ამკაცრებს - Palitra News

საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტების მიღებისა და პოლიტიკური აქტივობის წესებს ამკაცრებს

2026-02-19 20:29:11+04:00

საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გრანტების მიღებისა და პოლიტიკური აქტივობის წესებს ამკაცრებს. ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება ტერმინ „გრანტის“ განმარტება - ამიერიდან მასში ნებისმიერი რესურსი მოიაზრება, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. კანონის დარღვევით გაკეთებული სისტემატური მოწოდებები, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.