ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისას ევროკავშირი საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელებს. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია რუსეთმა აგრესიულ პოლიტიკაზე უარი თქვას და ვალდებულებები შეასრულოს. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, დიდია ალბათობა, ევროკავშირმა მოსკოვისგან საქართველოდან ჯარების გაყვანაც მოითხოვოს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია. არსებულ საკითხს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ, მათი შეფასებით მისასალმებელია, რომ ევროპელი პარტნიორები კვლავ რჩებიან საქართველოს ინტერესების დამცველად საერთაშორისო ფორმატებში.