სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

2026-02-20 09:22:44+04:00

სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს და კიდევ 5 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ ნაწილს, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს, რომლებიც ქვეყანაში არ იმყოფებიან, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. პროკურორის თქმით, ელისო კილაძემ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის გარდა ყველა ბრალდებულთან დიდი ხნის ნაცნობობა და „ახლო მეგობრობა“ დაადასტურა. კილაძე ბრალს არ აღიარებს, ორგანიზებული ჯგუფის არსებობას კი უარყოფს. საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.