ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება - Palitra News

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება

2026-02-20 09:25:10+04:00

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება. ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნიმ აღნიშნა, რომ დიპლომატიას შანსი უნდა მიეცეს, რათა მოგვარდეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ხანგრძლივი დავა.

„სამხედრო ესკალაციას რეგიონის სტაბილურობისთვის ძალიან მძიმე შედეგები ექნება“, – განაცხადა ანუარ ელ ანუნიმ.