ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება - Palitra News

ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამუდამოდ დარჩება

2026-02-20 09:51:11+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზას სექტორში სამუდამოდ დარჩებიან.

„თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზას უსაფრთხოების ზონაში“, - აღნიშნა კაცმა.

მან ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებული დარტყმებზე ისაუბრა.

„მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას - და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.