შეიძლება თუ არა ოპოზიციის ერთობამ პოლიტიკური ძალთა ბალანსი შეცვალოს - კონსულტაციები გრძელდება, მოლოდინები კი განსხვავებულია. ოპოზიციურ სივრცეში ერთობის იდეას, როგორც მხარდამჭერები, ისე სკეპტიკურად განწყობილი სუბიექტები ჰყავს. კოორდინაციის მომხრეები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ერთობას ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავენ. მხარეები საერთო წესებზე დაფუძნებული დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობენ, რომელიც, როგორც ამბობენ, ძლიერი თანამშრომლობის გარანტი უნდა გახდეს. თუმცა მიზანი ერთია ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის, მიზნის მიღწევის გზები განსხვავებულია პარტია ,,ლელოსთვის’’. გუნდს ოპონირება დამოუკიდებლად, იძულებითი ერთგვაროვნების გარეშე წარმოუდგენია. თუმცა, აქვე ლელოს წევრები საერთო ეროვნულ საკითხების ირგვლივ თანამშრომლობაზე მზაობას გამოთქვამენ. სალომე ჯაფარიძე დაინტერესდა, ვის როგორ ესახება ოპოზიციის ერთობა და რა ეტაპზეა ერთიან დოკუმენტზე მუშაობის პროცესი.