დავით მათიკაშვილი - „ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები და შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ - ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული - Palitra News

დავით მათიკაშვილი - „ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები და შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ - ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული

2026-02-20 15:35:01+04:00

„ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს და თუ ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება მარტო პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ - ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს” განცხადებას, რომ „გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

მისი თქმით, „ლელოს“ განცხადება თავის გადარჩენისთვის, უცხოეთიდან პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და რეალური შედეგი არ მოჰყვება.

„ძალიან საშიშები იქნებიან მარტო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის - ეს ხუმრობით. ერთად რა გააკეთეს, რომ ცალკე რამე მოახერხონ?

სერიოზულად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის ამოსავალი წერტილი საზოგადოების მხარდაჭერაა. თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ გაგაჩნია, რა გინდა პოლიტიკაში? „ლელომ” გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს და თუ ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება მარტო პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც შეიძლება უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული. ბუნებრივია, საკუთარი თავის გადარჩენისთვის, უცხოეთიდან პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და რეალური შედეგი არ მოჰყვება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო - ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო - ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.SS.GEროგორ მოხვდე აქქირავდება საოფისე ფართი დიღმის მასივშიიყიდება მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომშიიყიდება მიწის ნაკვეთი გლდანშიექთნის სერვისი ბინაზე გამოძახებითსტამბული 665 ლარიდანfly.geთბილისი - ლონდონი 1133.6 ლარიდანfly.geდაესწარი კვარას თამაშს პარიზში - ფრენები 1280.66 ლარიდანfly.geიმოგზაურე ამსტერდამში 1017.22 ლარიდანfly.geბრიფინგი საგამოძიებო სამსახურში - დააკავეს შპს "ბატონოს" ხელმძღვანელი: რა კადრებს აქვეყნებს საგამოძიებო უწყება და რას ედავება დაკავებულს?palitravideo.geხატია წერეთელი საპატიმროდან გაათავისუფლესpalitravideo.geდაბზარული ფანჯრები, დაზიანებული შენობები და ბულვარი - შტორმის შედეგები ქობულეთში - ვრცელდება კადრებიpalitravideo.geრა განაცხადა ნიკა გვარამიამ, გურამ როგავას გადაწყვეტილებაზე, "ფორმულას" დატოვების შესახებpalitravideo.geდღის ბოლო სიახლეები25 წუთის წინსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო26 წუთის წინპროკურატურა - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა პირს, რომელმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, თითქოსდა მასალების შესაძენად და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად აღებული 165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა54 წუთის წინკახა კალაძე - „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია - ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, ენერგეტიკული თვალსაზრისით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იყოსყველა სიახლეინტერვიუ19.02.2026 / 13:54გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლებაყველა სტატიაპრესის მიმოხილვა19.02.2026 / 09:33“თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს” - შეეხება თუ არა ზურაბიშვილს “გრანტების კანონი”

უცხოელები საქართველოში - როგორ იცვლება მიგრაციული ტენდენციები

როგორ მუშაობენ ქოლ-ცენტრები - უხილავი თაღლითობის გლობალური ქსელი