„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თაზო დათნაშვილის ინფორმაციით, ნავთობის წინა წლის ექსპორტის მთლიანი მოცულობა, ფაქტობრივად, იყო 80 მილიონი დოლარი, ხოლო წელს, მხოლოდ იანვარში, ქვეყნიდან 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი , მაშინ, როცა ყულევში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხანა ჯერ არც კი ამუშავებულა.დათუნაშვილის თქმით, არსებობს ეჭვი იმისა, რომ , საქართველოში შემოდის რუსული ნედლი ნავთობი, ყულევის ქარხანაში გადამუშავდება და შემდეგ გადის ექსპორტზე. მისი შეფასებით, ეს ფაქტი, ზრდის რისკებს, რომ ყულევის პორტი და მთლიანად ქვეყანა ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოჰყვეს.