"ლელო - ძლიერი საქართველო" პოზიციონირებას გააგრძელებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი - ვინ არის ერთიანობის მომხრე და წინააღმდეგი და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს - Palitra News

"ლელო - ძლიერი საქართველო" პოზიციონირებას გააგრძელებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი - ვინ არის ერთიანობის მომხრე და წინააღმდეგი და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს

2026-02-20 15:47:30+04:00

ოპოზიციურ ფლანგზე ცვლილებებია - მართალია, გაერთიანების მხრივ ყველაფერი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა სულ უფრო კონკრეტული ხდება რომელი პოლიტიკური პარტიები აპირებენ ქართული ოცნების წინააღმდეგ დამოუკიდებლად მუშაობას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ლელო - ძლიერი საქართველო" პოზიციონირებას გააგრძელებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. პარტიაში აცხადებენ, რომ ხალხს უნდა აჩვენენონ რეალური ალტერნატიული ძალა და რომ უნდობლობას უცხადებენ, ყოველგვარ გაერთიანებებსა და დოკუმენტების ხელმოწერებს. საპირისპირო აზრზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მოაჩნია, რომ არც ერთ ოპოზიციურ ძალას მარტო გამარჯვება არ შეუძლია. პარტია ფედერალისტების წევრები ამბობენ, რომ კონსულტაციები გრძელდება საერთო სამოქმედო სტრატეგიაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს პარტიული იდენტობის შთანთქმას. ვინ არის ერთიანობის მომხრე და წინააღმდეგი და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს?

"ლელო - ძლიერი საქართველო" პოზიციონირებას გააგრძელებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი - ვინ არის ერთიანობის მომხრე და წინააღმდეგი და რა არგუმენტები აქვთ მხარეებს