ოპოზიციაში კვლავ განხილვის თემად რჩება თანამშრომლობის ფორმატი - რას გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები?? - Palitra News

ოპოზიციაში კვლავ განხილვის თემად რჩება თანამშრომლობის ფორმატი - რას გეგმავენ ხელისუფლების ოპონენტები??

2026-02-20 20:59:54+04:00

ოპოზიციაში კვლავ განხილვის თემად რჩება თანამშრომლობის ფორმატი. „ლელო – ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ პოლიტიკურ პროცესში დამოუკიდებლად მონაწილეობას გააგრძელებს და ამომრჩეველს ალტერნატიულ პლატფორმას შესთავაზებს. პარტიაში ამბობენ, რომ ფართო გაერთიანებების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. განსხვავებული პოზიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების დამარცხება ერთობლივი მოქმედების გარეშე რთული იქნება. „ფედერალისტები“ აცხადებენ, რომ კონსულტაციები საერთო სტრატეგიაზე გრძელდება, თუმცა პარტიული იდენტობის შენარჩუნება პრიორიტეტად რჩება. ერთიან ფორმატზე შეთანხმება ამ ეტაპზე კვლავ ვერ ხერხდება.