ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გამოიკითხა. ადვოკატის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ხუთი წლის შემდეგ გადაწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა. მისი თქმით, გამოძიებას უკვე აქვს დეტალური მონაცემები დანაშაულის დაგეგმვასა და მონაწილე პირებზე. ქვაჭრელიშვილი სხვა საქმეზეა მსჯავრდებული და 15 წლიან სასჯელს იხდის. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ჩვენების მიცემის გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს.