სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დამტენი სადგური თბილისში გაიხსნა. სოკარის ახალი სადგური ექსკლუზიურად მხოლოდ ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. ელექტრო სადგურის არსებობა თბილისში ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას უწყობს ხელს. სოკარის ახალ ელექტრო სადგურს ოთხი დამტენი ერთეული აქვს, რაც ერთდროულად ექვსი ელექტრომობილის დამუხტვას ხდის შესაძლებელს. მათ შორის სწრაფი რეჟიმით მომუშავე ორი დამტენი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ელექტრომობილი სრულად 40 წუთში დამუხტოს. ელექტრო სადგური ნაწილობრივ მზის ენერგიაზე მუშაობს. ის სოკარის სადგურებს შორის რიგით მეექვსეა, სადაც მზის პანელებია განთავსებული. ამ დროისთვის ელექტრომობილების დამტენი ერთეულები სოკარის 15 ავტოგასამართ სადგურზე ფუნქციონირებს.