„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საპროცესო შეთანხმებით საპატიმროს დატოვების მიღმა ოპოზიცია სხვა მიზეზებს ხედავს. ქართული ოცნების ოპონენტების შეფასებით, ბაჩიაშვილის საქმე აჩვენებს , რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები საქართველოში და სინამდვილეში სამართალი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არის მორგებულია. ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი ამბობს, რომ დამახინჯებული მართლმსაჯულების ფონზე რთულია პროცესუალურ მხარეზე ვისაუბროთ - თუ რა იყო ამ შეთანხმების წინაპირობა. ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პერსონალურმა ფინანსისტმა გიორგი ბაჩიაშვილმა რომელსაც 11 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი საპატიმრო 18 თებერვალს, ნაშუადღევს დატოვა. მან ციხეში 8 თვე და 3 კვირა გაატარა. როგორც ბაჩიაშვილი საუბრობდა, ივანიშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა წერილების გამოქვეყნებაზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ , რის გამოც მის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო.