უმაღლესი განათლების რეფორმა კვლავ კრიტიკის საგანია. სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმა აკადემიურ თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. პროგრამების გადანაწილებისა და კვოტირების სისტემა გუშინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. პროფესორებმა განმარტეს, რომ სრული აბსურდი იქნება საქართველოში ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების განახევრება, რომელსაც შესაძლებელია ილიას უნივერსიტეტში, ამ მიმართულებების დახურვა მოჰყვეს. ამის ფონზე ცვლილებების ინიციატორები აცხადებენ, რომ განათლების სისტემის გადახედვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იქნება მყარი და დასაბუთებული არგუმენტები. პრემიერ- მინისტრი კი ამბობს, რომ ეტაპზე მსგავსი არგუმენტები არ მოუსმენია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არგუმენტებს უბრალოდ არ უსმენს.