ანტონიო გუტერეში - სამართლიანმა მშვიდობამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა უზრუნველყოს - Palitra News

ანტონიო გუტერეში - სამართლიანმა მშვიდობამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა უზრუნველყოს

2026-02-21 14:07:34+04:00

სამართლიანმა მშვიდობამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„უკრაინაში სამართლიანმა მშვიდობამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა გუტერეშმა.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტების დროს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული ნგრევის შედეგები საკუთარი თვალით ნახა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში, რაც საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაერო-ს ქარტიის დარღვევას წარმოადგენს, უკრაინამ დამანგრეველი დანაკარგები განიცადა. ამიტომ, ყველა ძალისხმევას მივესალმები, რომელიც სამართლიანი მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.