ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბურ გადამოწმებას იწყებს - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბურ გადამოწმებას იწყებს

2026-02-21 20:15:12+04:00

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის მასშტაბურ გადამოწმებას იწყებს. ოჯახები შესაბამისი კრიტერიუმების ერთობლიობით გადამოწმდებიან. ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ ბაზაში ფიქსირდებიან ოჯახები, რომელთაც ბოლო თვეებში ჰქონდათ ათიათასობით ლარის შემოსავალი, შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები ან აიღეს მსხვილი საბანკო სესხები. მისი თქმით,ბოლო 3 თვის განმავლობაში 2 000 ლარის ყოველთვიური შემოსავალი გადამოწმების საფუძველს წარმოადგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიხეილ სარჯველაძე-ის მიერ დაანონსებული გადამოწმება რეალურად სოციალური ხარჯების შემცირების მცდელობაა და არა სისტემის გაჯანსაღება. მათი თქმით, ხელისუფლება ეკონომიკური სირთულეების ფონზე ცდილობს დაზოგოს ბიუჯეტის ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეების ხარჯზე.