ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს - Palitra News

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს

2026-02-23 09:20:46+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები მოითხოვენ, გაუქმდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება. მანიფესტს ხელი მოაწერეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. აქციის მონაწილეებმა 9 მარტს აქცია-მსვლელობაც დაანონსეს, რომელსაც სტუდენტების ინფორმაციით, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდებიან. განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას. ასევე დადგინდა კვოტები, თუ რამდენ სტუდენტს მიიღებენ უნივერსიტეტები. საკითხი სტუდენტთა და პროფესორთა ნაწილში პროტესტს იწვევს.