მაღაზია „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა - Palitra News

მაღაზია „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2026-02-23 09:21:10+04:00

მაღაზია „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. „წიგნის კაცი“ ასე ჰქვია მწერლის ახალ ნამუშევარს, რომელიც მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსის” ყოფილ გენერალურ დირექტორს - ირაკლი გაგნიძის ხსოვნას ეძღვნება. წიგნი ირაკლი გაგნიძის მოგონებებისა და მისი დამსახურებების შესახებ გვიყვება. ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება ირაკლი გაგნიძის მიერ გაწეულ შრომასა და დამსახურებაზე გაამახვილეს. აღნიშნა რომ თანამედროვე საქართველოს საზოგადოებაში მას წიგნიერების გავრცელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. პრეზენტაციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ გიორგი კეკელიძის ნამუშევარი ირაკლი გაგნიძის სახელის მარადიულობის გამოხატულება იქნება. „წიგნის კაცი“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში 22 თებერვლიდან გაიყიდება.