სტივ უიტკოფის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი - Palitra News

სტივ უიტკოფის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი

2026-02-23 09:22:36+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი. როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა, მან და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარეს წარუდგინეს რამდენიმე წინადადება და უახლოეს სამ კვირაში მოსალოდნელია, რომ შედგეს შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის სამიტით დასრულდეს. უიტკოფი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სამიტის გამართვის შემთხვევაში მას დონალდ ტრამპიც დაესწროს. სამმხრივი შეხვედრა - უკრაინის,რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის 17-18 თებერვალს გაიმართა.