"ბიბისის" ინფორმაციით, აშშ-ში მოსალოდნელი ზამთრის შტორმის გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ნიუ იორკში ყველა სკოლა დაიხურა, აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა, ფრენები გაუქმებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს კონექტიკუტმა, დელავერმა, ნიუ ჯერსიმ და როდ აილენდმა. დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ზამთრის შტორმის გაფრთხილების ზონაშია.ნიუ ჯერსის გუბერნატორმა, მიკი შერილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ავტობუსებისა და მეტროს მუშაობა შეაჩერა. მისი განცხადებით, ეს შეიძლება, ყველაზე მძიმე ქარიშხალი იყოს 1996 წლის შემდეგ.