ოპოზიციის გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ლელო ძლიერი საქართველო“ - რა გეგმები აქვს ოპოზიციას - Palitra News

ოპოზიციის გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ლელო ძლიერი საქართველო“ - რა გეგმები აქვს ოპოზიციას

2026-02-23 12:01:39+04:00

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად ოპოზიციამ სხვადასხვა გზა აირჩია. ნაწილი პოზიციონირებას დამოუკიდებლად აპირებს, ნაწილი კი ერთიანობით. ამ ეტაპზე გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი და „ლელო ძლიერი საქართველო“. მათი თქმით აპირებენ ხალხს რეალური ალტერნატივა შესთავაზონ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარსი და პრინციპები მხარეებს შორის შეთანხმებულია და დოკუმენტი უახლოეს დღეებში საჯარო გახდება. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიაში ამბობენ, რომ ითანამშრომლებენ ყველასთან , გარდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის მომხრეებისა. რა გეგმები აქვს ოპოზიციას?