ბრიუსელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის ემზადება - როგორ ეხმაურებიან საქართველოში - Palitra News

ბრიუსელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის ემზადება - როგორ ეხმაურებიან საქართველოში

2026-02-23 12:02:35+04:00

ბრიუსელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალისთვის ემზადება. ერთ საათში ევროპული გაერთიანების წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდება და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. სამუშაო დღის წესრიგის პირველი საკითხი უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაა, თუმცა უკვე ცნობილია რომ ამ ჯერზეც მთავარი წინაღობა ისევ უნგრეთი და ვიქტორ ორბანი იქნება. არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში საუბარი შეეხება კაია კალასის მიერ შემუშავებულ დოკუმენტსაც. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ გასულ კვირას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის ხედვას, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დროს. როგორც მედია წერს, დოკუმენტში ერთ-ერთი ულტიმატუმი საქართველოს შეეხება, რომლის თანახმად, უნდა აიკრძალოს რუსეთის სამხედრო ყოფნა და განლაგება ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში. საკითხს ეხმაურებიან საქართველოში.