მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, მეტსახელად „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო - Palitra News

მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, მეტსახელად „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო

2026-02-23 12:07:35+04:00

მექსიკაში უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაურის, მეტსახელად „ელ მენჩოს” მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო. როგორც „როიტერი“ წერს, „ელ მენჩოს“ მხარდამჭერებმა რამდენიმე შტატში გზატკეცილები გადაკეტეს და მანქანები დაწვეს. რამდენიმე ავიაკომპანიამ, გააუქმა ფრენები პუერტო ვალიარტაში, რამაც მგზავრებში ქაოსი გამოიწვია. მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო ოპერაციის დროს უმსხვილესი ნარკოკარტელის მეთაური, მეტსახელად „ელ მენჩო“ მოკლეს. 59 წლის ყოფილი პოლიციელი „ელ მენჩო“ ხელმძღვანელობდა უზარმაზარ კრიმინალურ ორგანიზაციას, რომელსაც აშშ-ში კოკაინის, მეტამფეტამინისა და ფენტანილის უზარმაზარი რაოდენობა გადაჰქონდა. აშშ-ს „ელ მენჩოს“ შესახებ ინფორმაციისთვის 15 მილიონი დოლარის ჯილდო ჰქონდა დაწესებული.