უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ვრცელ ინტერვიუში, არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ამაზე ერთადერთი პასუხია ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა, რათა მან უკან დაიხიოს.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომს გამარჯვებული დაასრულებს.ჟურნალისტის კითხვაზე, გონივრულია თუ არა რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ გადასცეს დონეცკის ის ტერიტორია, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ ფლობს, თუ ეს ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს და ეს ყველაფერი ისეთი მარტივი არ არის როგორც ბევრი მიიჩნევს. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა არჩევნებთან და იმ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ახლა უკრაინას და მის არმიას აქვს.