ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო - Palitra News

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო

2026-02-23 16:13:43+04:00

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების საკითხი უკრაინასთან ერთად კაია კალასის მიერ შემუშავებული დოკუმენტიც იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედრო ჯარებმა უნდა დატოვონ ბელარუსის , უკრაინის , მოლდოვის, სომხეთისა და საქართველოს საზღვრები. დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე ევროპელი ლიდერმის ნაწილს საქართველოს ხელისულფების მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავთ. „ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ამჟამად არ ხდება, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ბრიუსელში შეხვედრის დაწყებამდე. მინისტერიალს ეხმაურებიან საქართველოშიც.