„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს“ -  აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივას - Palitra News

„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს“ -  აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივას

2026-02-23 16:18:24+04:00

„ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს“ - აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების პერსპექტივას. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის იმიჯი და რეპუტაცია ქვეყანაში შელახულია. მართალია ხელისუფლებას ოპონენტების შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, თუმცა თავად ოპონტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვა. "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საბრძოლველად ოპოზიცია სხვადასხვა გზას ირჩევს. ნაწილი პოზიციონირებას დამოუკიდებლად აპირებს, ნაწილი კი ერთიანობით. ამ ეტაპზე გაერთიანებას უნდობლობას უცხადებენ "გახარია საქართველოსთვის" გუნდი და "ლელო ძლიერი საქართველო".. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი შეთანხმების დოკუმენტზე მუშაობს.