23 თებერვალი, ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული ბრძოლის შემდეგ 105 წელი გავიდა. 1921 წლის 23 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ბრძოლის ველზე დაეცა. იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს პარლამენტში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. კოჯორში, იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც.